пятница, 6 марта 2015 г.

დღე მეცხრე

                    ბოლო IX  დღეს გავეცანი კოლეგების პროექტებს შევაჯამეთ და შევიტანეთ შესწორებები..
               წარვუდგინეთ ჩვენი პორტფოლიები ტრენერს.
              ტრენინგი ძალიან საინტერესო და ბევრის მომცველი იყო. ბევრი რამე შევისწავლეთ ამ პროექტის ფარგლებში.  მადლობას ვუხდით როგორც ჩვენს ტრენერს გიორგი არავიაშვილს, ისე  ყველას ვინც უზრუნველყო ეს ტრენინგები.

воскресенье, 1 марта 2015 г.

დღე მერვე

დღე საკმაოდ დატვირთული იყო.
განვიხილეთ კოლეგების მიერ შექმნილი მოსწავლის პრეზენტაციები და ჩეკლისტები.  
 ჩვენ მიერ შექმნილი მასალები შევიტანეთ დრაივში და  განვათავსეთ  ფაილების მიხედვით.
 საინტერესო იყო ის თუ როგორ დავაკავშიროთ ჩვენი დრაივის მასალები ბლოგთან.
 მე-7 მოდულში განვიხილეთ მასწავლებლის ფუნქცია ფასილიტატორის როლში. როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს, საიტების, მისამართების, სახელმძღვანელოების  მოძიებასა და დაფიქსირებაში. შეიძლება გამოვიყენოთ ასევე საჭიროების მიხედვით ვიდეომასალებიცაქაც შეიძლება შეიქმნას ჩეკლისტი ანუ ინსტრუქტაჟჲ.
I დავალება- ფასილიტატორი, პროექტში ტექნოლოგიების გამოყენება
II დავალება - ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია.
  


пятница, 27 февраля 2015 г.

დღე მეშვიდე

დღე საშინაო დავალების განხილვით დავიწყეთ

შემდეგ გადავედით დრაივში მუშაობაზე, წინა ტრენინგზე შექმნილი საქაღალდის გარდა შევქმენით სხვა საქაღალდეებიც, და მოვამზადეთ მზა და დასრულებული დოკუმენტების შესატანად.ჯერ მხოლოდ შეფასებების საქაღალდეში შევიტანე დოკუმენტი, ვისწავლეთ დრაივში დოკუმენტის თემისა და დიზაინის შეცვლა.
 შემდეგ განვიხილეთ სახელმძღვანელოს 3. მოდული_კავშირები. ანუ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები, სოც ქსელები, შეიძლება ჩავატაროთ ვიდეო კომენტარი და კლასში განვიხილო ეს საკითხი. ვისაუბრეთ ინფორმაციის მოპოვებისას თუ რა მნიშვნელობა აქვს საავტორო უფლებებს და როგორ მივხვდეთ დაცულია თუ არა ინფორმაცია.
 განვიხილეთ სახელმძღვანელოს მეოთხე მოდული და მივიღეთ საშინაო დავალება:
1.მოსწავლის ნიმუშის ჩექლისტის შექმნა
2. პრეზენტაციის მომზადება_მოსწავლის ნიმუში

3. თუ რაიმე დოკუმენტი დაგვრჩა დაუსრულებელი, მოვაწესრიგოთ

среда, 25 февраля 2015 г.

დღე მეექვსე


დღე ჩემთვის წარიმართა  საინტერესოდ რადგან  მივიღე  ბევრი ინფორმაცია.
კონკრეტულად შეხვედრის დასაწყისში ჩვენ განვიხილეთ ერთმენეთის ნამუშევრები : სლაიდ შოუს პრეზენტაცია და  სხვადასხვა თემაზე შექმნილი ბუკლეტები
.
მუშაობის პროცესში ჩვენ განვიხილეთ  სახელმძღვანელოდა მოდული 5 -ის  N1 აქტივობა. სადაც საჭირო იყო შეგვერჩია სათანადო რუბრიკები  მოსწავლეთა პრეზენტაციის  შეფასებისათვის.
ჩვენ აგრეთვე განვიხილეთ  2 აქტივობაც სადაც  განთავსებული იყო შეფასების ცხრილი რისი დახმარებითაც განვიხილავთ სასწავლო პროექტის გეგმის მიმდინარეობას..
საინტერესო იყო - ვიცი მინდა ვიცოდე ცხრილის წარმოებაც რომელიც შევასრულეთ  დრაივის პროგრამის დახმარებით. აქ  შევადგინეთ მოსწავლეებისათვის  საჭირო ტესტური კითხვები.

пятница, 20 февраля 2015 г.

დღე მეხუთე


  • განვიხილეთ დავალებები - პრეზენტაციები power point-ში
  • ბლოგსი დავამატეთ გამოკითხვის ფორმა
  • სურათის განთავსება ბლოგზე და მასზე ვებგვერდის მიბმა
  • воскресенье, 15 февраля 2015 г.

    მეოთხე დღე

    დღეს გავიცანით სხვის ბლოგზე კომენტარების მომზადებას და დაფიქსირებას.პრაკტიკულად განვახორციელეთ ეს აქტივობა. მეორე  მოდულის მესამე აქტივობას გავეცანით სადაც არის შეფასების სტრატეგიები და განვიხილეთ სტრატეგიული გამოყენება პროექტის ფარგლებში.
    დავალებაში გვაქს კიდევ ერთხელ გადავხედოთ შესაბამისს ინფორმაციას ყურადღებით და გამოვიყენოთ ეს შეფასებები პროექტში. მეორე მოდულის მესამე და მეოთხე აქტივობა გავაანალიზოთ და ინსტრუმენტზე ვიფიქროთ. პროექტის გეგმაში შევიტანოთ მიმართულებების საკვანძო კითხვები და ჩავწეროთ მეოთხე დღის რეფლექსია.

    пятница, 13 февраля 2015 г.

    დღე მესამე

    განვიხილეთ საშინაო დავალება. ვისწავლე ბლოგის გამოყენება - პოსტის გამოქვეყნება, საიტის განთავსება, ფონისა და დიზაინის შეცვლა.ვისწავლეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების ფორმულირება  პროეკტისთვის
    ზოგადი კითხვა:
    რით არის საინტერესო დედამიწა?
    თემატური კითხვა:
    რას იწვევს მოგზაურობა?
    რა ზეგავლენას ახდენს მოგზაურობა ადამიანზე?
    შინაარსობრივი კითხვა:
    1.რა ღირსშესანიშნაობებით გამოირჩევა საქართველო?
    2,რით იზიდავს საქართველო ტურისტებს?
    3.როგორ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე კლიმატი?
    4 რა ზეგავლენას ახდენს ადამიანზე ფოლკლორი და ტრადიციები?
    5,, რაზე მეტყველებს ქვეყანაში მოქმედი ტაძრების სიმრავლე?
    6. რამ განაპირობა სხვადასხვა კულტურების თანაარსებობა ქვეყანაში?