пятница, 6 марта 2015 г.

დღე მეცხრე

                    ბოლო IX  დღეს გავეცანი კოლეგების პროექტებს შევაჯამეთ და შევიტანეთ შესწორებები..
               წარვუდგინეთ ჩვენი პორტფოლიები ტრენერს.
              ტრენინგი ძალიან საინტერესო და ბევრის მომცველი იყო. ბევრი რამე შევისწავლეთ ამ პროექტის ფარგლებში.  მადლობას ვუხდით როგორც ჩვენს ტრენერს გიორგი არავიაშვილს, ისე  ყველას ვინც უზრუნველყო ეს ტრენინგები.

воскресенье, 1 марта 2015 г.

დღე მერვე

დღე საკმაოდ დატვირთული იყო.
განვიხილეთ კოლეგების მიერ შექმნილი მოსწავლის პრეზენტაციები და ჩეკლისტები.  
 ჩვენ მიერ შექმნილი მასალები შევიტანეთ დრაივში და  განვათავსეთ  ფაილების მიხედვით.
 საინტერესო იყო ის თუ როგორ დავაკავშიროთ ჩვენი დრაივის მასალები ბლოგთან.
 მე-7 მოდულში განვიხილეთ მასწავლებლის ფუნქცია ფასილიტატორის როლში. როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს, საიტების, მისამართების, სახელმძღვანელოების  მოძიებასა და დაფიქსირებაში. შეიძლება გამოვიყენოთ ასევე საჭიროების მიხედვით ვიდეომასალებიცაქაც შეიძლება შეიქმნას ჩეკლისტი ანუ ინსტრუქტაჟჲ.
I დავალება- ფასილიტატორი, პროექტში ტექნოლოგიების გამოყენება
II დავალება - ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია.